გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება

4-03-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმნინოშვილი, აღნიშნული რეგიონების აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს დღეს ესაუბრა და მათთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება. შესაბამისად, აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებას კვლავ ადგილობრივ ცენტრებში შეძლებენ.


ამავდროულად, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.


5 მარტს, საგამოცდო ცენტრების სრული სია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930