გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტები ხორციელდება

4-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. არჩილ ბუკიამ და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან; კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება სარწყავ სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულდა სამთაწყაროს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, ხოლო აშენდა და მოეწყო ფიროსმანის ახალი სატუმბი სადგური.


„საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.


მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 3 363 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 5 945 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობა იქნება 3 000 ჰექტარი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31