გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო კილაძე: მე და რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა კომიტეტის დარბაზში

12-12-2019

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

“კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი დემოკრატიისთვის ჟურნალისტების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჟურნალისტების მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, მედიის თავისუფლება იყო ხელშუეხებელი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა, მე და რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში. საბოლოო ჯამში, ინციდენტი ამოიწურა. ამ საკითხს ჩვენ დეტალებში მივადევნებთ თვალყურს და გავარკვევთ, რა მოხდა. შემიძლია, დაგარწმუნოთ” -განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ: დღეს დილით, ხმაური იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანდრი ოხანაშვილმა გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურა უნდა დაწყებულიყო, ეკა ბესელია მასთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

ამასთან, მანდატურებმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს ჟურნალისტები.

მსგავსი სიახლეები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031