გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაინის, მუხიანის აგარაკების, წყაროთ უბანის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, გობრონიძის, ვაშაკიძის, სამთავროს, ვარდისუბნის, კალოუბნის, ხევისპირის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, იაკობის, კერესელიძის, კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, თელავის, ირბახის, ახმეტის, ქურხულის და ბადიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 12 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ნინო რამიშვილის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე პეკინის გამზირის მაცხოვრებლები.

ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი წითლანაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031