გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდა თოლორაია: ჩოლოიანი 15:00 საათიდან განყოფილებაში იყო, ის ბავშვის გარდაცვალების მერე არ მოგვიყვანია

18-12-2019

“ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, გამომძიებლის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში 15:00 საათიდან იმყოფებოდა.

​„მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00 საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

"კვირა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930