გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ნაძვის ხე აინთო

26-12-2019

ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთო.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე ესწრებოდნენ.

საღამო ფეიერვერკითა და საზეიმო კონცერტით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისთვის ლანჩხუთს მომღერლები: ნიკო ბერიძე და გიორგი ფუტკარაძე სტუმრობდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031