გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4,6 პროცენტით გაიზარდა

27-12-2019

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი კი 6.0 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 4.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31