გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეს ჩაკეტავს

30-12-2019

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 30 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ქარძმანი-პერევის გადასასვლელი დაიკეტება.

საოკუპაციო რეჟიმი იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტს კეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართველი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორისთან აკავშირებს.

ამ უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ფაქტი მათ სოციალურ და ჰუმატიტარულ ფონს უფრო მეტად დაამძიმებს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31