გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მომხმარებელმა ,,სპარში” კონსულტანტს ქვა ჩაარტყა

30-12-2019

თბილისში, სავაჭრო ქსელ „სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, მომხმარებელმა მაღაზიის კონსულტანტს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „სპარში" შესულმა მომხმარებელმა კონსულტანტს თავში ქვა ჩაარტყა. დაზიანებულია ქუჩაში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატიც. შემთხვევა 30 დეკემბერს დილით მოხდა. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 "რადიო თავისუფლება"

alia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930