გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს

31-12-2019

"მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ბავშვებისათვის მაინც არ გახდეს პიროტექნიკა ხელმისაწვდომი", - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების უმრავლესობა ბავშვია.

"მოსახლეობის მიმართ, ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხშირია პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, რადგან დაახლოებით 60% სწორედ მათზე მოდის, ხოლო 40% კი მოზრდილებზე. თითქმის ყველა შემთხვევა ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობაა, ძალიან ხშირად ზიანდება ხოლმე ხელის როგორც მარჯვენა ასევე, მარცხენა მტევანი, შემდეგ კი სახისა და გულ-მკერდის არე.

მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ ბავშვებისათვის მაინც არ გახდეს პიროტექნიკა ხელმისაწვდომი, მისი გამოყენებისას კი ელემენტარული წესები მაინც უნდა დავიცვათ,"- აცხადებს გუგა ქაშიბაძე. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31