გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის წინ ბატუტი ჩაიფუშა

31-12-2019

საბავშვო ატრაქციონები, რომელიც წუხელ თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განათავსა, ჩაიფუშა. ამ ეტაპზე უცნობია, დააზიანეს თუ არა გასაბერი ატრაქციონი მიზანმიმართულად.

დილით თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ატრაქციონები რკინის კონსტრქუციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

მერიის განცხადებით, წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ასევე, დღეს ორი საპროტესტო აქცია იგეგმება.

alia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930