გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეძინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

4-01-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.

ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ვეძინის ქუჩაზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930