გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თვითმფრინავიდან 5 მილიონი დოლარი მოიპარეს

6-03-2018

ბრაზილიის აეროპორტ ვირაკოპუსში თვითმფრინავის ბორტიდან 5 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ყაჩაღები თვითმფრინავთან ავტომობილით მივიდნენ, რომელსაც "აეროპორტის სამსახურის ყალბი ციფრები" ჰქონდა. ქურდებმა ფული წაიღეს და გაუჩინარდნენ. ბრაზილიური მედიის ცნობით, ყაჩაღობას 6 წუთი დასჭირდა.


თვითმფრინავს, საიდანაც ფული მოიპარეს, ვირაკოპუსის აეროპორტში შუალედური დაშვება ჰქონდა. ის სან-პაულო-ციურიხის რეისს ასრულებდა. ფულის გადატანაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია Brinkʼs-ი, რომელიც ღირებული ტვირთების დაცვაზეა სპეციალიზებული.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031