გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

15-01-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მეტრომშენის დასახლების, შოთა ნადირაშვილის, უშაკოვის და მთისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ნავთლუღის დასახლების(ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების მე-9 ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, გოთუას, ჟღენტის,
დუმბაძის, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე კი გაბრიელ სალოსის გმზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლები.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თეთრი ტბის დასახლების, სოფელი გლდანის, ბადრი კობახიძის, ბოხუას, კედიას, ზაქარია მაისურაძის, დავით აღმაშენებლის(გლდანი), გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031