გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

27-01-2020

გენერალურ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, საპროკურორო საბჭოს მიმართავენ, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და ასევე უზრუნველყონ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა.


საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს დღეიდან იწყებს. საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგად, აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს  17 კანდიდატი წარუდგინეს, რომელთა შორისაა ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31