გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

7-03-2018

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრ შაჰინ მუსტაფაევის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ასევე აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური ტენდენცია და აზერბაიჯანელი ვიზიტორების ზრდის დინამიკა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31