გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია დღეს პარლამენტთან აქციას გამართავს

5-02-2020

ოპოზიცია დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავს.

როგორც ცნობილია, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას სამოქალაქო მოძრაობის წევრებიც შეუერთდებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გიცირიძის თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ასევე პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხვნით პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება შედეგი მიღწეული. სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს თავის დანაპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უამრავი სხვადასხვა ფორმა გამოყენებული პიკეტირება და აქციები იქნება ყველგან, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის სასახლესთან", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ცნობისთვის, გუშინ საგაზაფხულო სესია გაიხსნა.  4 თებერვალს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი აქციის გამართვაზე უარი თქვა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031