გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია პარლამენტთან აქციას მართავს

5-02-2020

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი პროტესტი პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. 

"გრძელდება საზოგადოების პროტესტი. ეს პროტესტი გაგრძელდება მწვავედ, მაგრამ მშვიდობიანად. ჩვენი ვალია, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ყველაფერი ვცადოთ. თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს ივანიშვილი, მაგისთვისაც მზად ვართ, ვგულისხმობ კოორდინაციას მაჟორიტარულ ოლქებში. ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის",- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

პარლამენტთან პარტია "ლელო საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31