გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინი: მსოფლიოში მშვიდობა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული

5-02-2020

"პლანეტაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე, მათ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე",- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები თანასწორობის პრინციპს, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას უნდა ეფუძნებოდეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი "მზად არის მნიშვნელოვანი დიალოგისთვის ამერიკულ მხარესთან, მათ შორის შეიარაღების კონტროლის, სტრატეგიული სტაბილურობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონალური კრიზისების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში".

”ჩვენთვის აშკარაა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ნორმალური, კონსტრუქციული მიმართულების ფარგლებში დაბრუნება არა მხოლოდ რუსეთისა და აშშ-ს, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესების დაცვაა,”-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930