გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა

6-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის 5 თებერვლის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა.


2019 წლის 11 მარტიდან მას ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.


2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031