გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ტელეკომპანიების დავალიანებებთან დაკავშირებით შეთანხმების ზუსტ პირობებზე ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ, „მინისტრის საათის“ ფორმატში მივაწვდი

6-02-2020

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ტელეკომპანიების დავალიანებებთან დაკავშირებით შეთანხმების ზუსტ პირობებზე ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლის დროს მიაწვდის.


მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ამ დროისთვის უკვე მიიღწევა და დაზუსტდება.


„ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი ის იყო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, პირველი ოქტომბრის შემდეგ რაც კი ვალი დაუგროვდათ, გადაიხადონ და სამომავლოდ არ ხდებოდეს ვალების დაგროვება. მეორე ნაწილი იყო, რას ვუშვებოდით ძველ ვალებს. ძველ ვალებზე გაჭიანურდა შეთანხმების პროცესი, რადგან მართლა უჭირდათ და რთული იყო მათთვის ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ვითხოვდით, თუმცა მათი შემოთავაზებული ვადებიც საკმაოდ გრძელი იყო. შემოთავაზებული იყო სხვადასხვა ვადა, მათ შორის 10 წელიც დასახელდა. თუმცა, მე პარლამენტში მაქვს „მიისტრის საათი“. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „მინისტრის საათის“ დროს უკვე მეცოდინება შეთანხმების ზუსტი პირობები და იქ გავაჟღერებ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031