გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

6-02-2020

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც “რეგიონულ კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, მდინარე რიონში, 3 თებერვლიდან მიმდინარეობს.

უწყებისვე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახანძრო- სამაშველო სამსახური, ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა, ასევე, კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.

როგორც “რეგიონულ კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კვირა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930