გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7-02-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძის, ხერხეულიძის და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე აეროპორტის დასახლების, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის(ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან13 საათამდე ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე კი ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისის და მთავარანგელოზის ქუჩების მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31