გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

10-02-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მარია ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილულ საკითხებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031