გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კურორტ თეთნულდზე უკრაინელ ტურისტს ეძებენ

11-02-2020

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე მაშველები უკრაინელ ტურსიტს ეძებენ. ის იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც გუშინ ზვავი ჩამოწვა.

მას შემდეგ ტურისტი ჯგუფის წევრებს აღარ უნახავთ. ის ასევე არ ყოფილა სასტუმროში, სადაც დაბინავებული იყო. 

უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კურორტ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ძებნის პროცესში ჩართულები არიან მოხალისეებიც.

ტურისტს მაშველები უკვცე მოერე დღეა ეძებენ.

შგახსენებთ, რომ გუშინ თეთნულდზე ზვავი 2-ჯერ ჩამოწვა. პირველ ზვავში 4 ჩეხი ტურისტი მოყვა. მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930