გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპული საქართველოს ულტიმატუმი - უგულავას შეწყალება

12-02-2020

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ინსტრუმენტი, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. ბაქრაძე ამბობს, რომ ეს მექანიზმი არის გიგი უგულავას შეწყალება.


„ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031