გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილს პრემიერად იმიტომ ვეპატიჟებოდი, რომ ფული დაეხარჯა, შემდეგ კი დავიჭერდი

12-02-2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იმიტომ სთავაზობდა, რომ მას ფული დაეხარჯა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი ლეობორისტი მას დაჭერას უპირებდა.


ეს განცხადება ნათელასვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა.


„როცა მას პრემიერად ვეპატიჟებოდი, ჯერ ეს ერთი ვიცოდი, რომ არ წამოვიდოდა, მაგრამ ვეპატიჟებოდი იმიტომ, რომ მისთვის ფული დამეხარჯინებინა ქართველი ხალხის სასარგებლოდ - ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი განათლებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და პირდაპირ რომ გითხრათ, მერე დავიჭერდი. ყველაფერს ხომ არ ამბობენ პოლიტიკაში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31