გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

12-02-2020

თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი კრაზიმირ კარაკაჩანოვს ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ბულგარეთის წვლილზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც.

თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031