გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომალიში ჟურნალისტი მოკლეს

17-02-2020

სომალიში შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


გავრცელებული ცნობით, მძიმედ დაჭრილი 25 წლის აბდივალი ალი ჰასანი სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია. შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშუდან 25 კილომეტრის მოშორებით, გარეუბანში მოხდა.


მომხდარს გამოეხმაურა სომალის ჟურნალისტების სინდიკატი და ხელისუფლებას თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031