გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

17-02-2020

ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.


პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.


მას ეკუთვნის ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია” (1987).


გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“. 


შენგელაიამ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031