გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღმაშენებლის გამზირის ნაწილი ხვალ რამდენიმე საათით დაიკეტება

10-03-2018

მიმდინარე წლის 11 მარტს, 10:30-დან 12:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, დ. აღმაშენებლის გამზირზე სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება.


მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.


ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930