გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისი 2020 წლის 20 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას შორის დასახელდა

17-02-2020

გამოცემა Forbes-ის მთავარი კონტრიბუტორი სესილია როდრიგესი აქვეყნებს 20 საუკეთესო ევროპულ ადგილს, რომელსაც 2020 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეწვიო. მათ შორის კი თბილისიც დასახელდა.

შესაბამის ქალაქებს რეკომენდაციას EBD (European Best Destinations – საუკეთესო ევროპული მიმართულებები) უწევს.

„საქართველოს დედაქალაქი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

ჰაუსმანური ბრწყინვალე ნაგებობები შუა საუკუნეებიდან დათარიღებულ სტრუქტურებს ერწყმის. შეგიძლიათ აგრეთვე ისიამოვნოთ ნეო-კლასიკური, საბჭოთა და თანამედროვე შენობებით.

„აუცილებლად უნდა აღმოჩნდეთ თბილისის თავზე, გასაოცარ ქართლის დედის ქანდაკებასთან, რომელიც ქალაქის დამცველია. იქიდან განსაკუთრებული პანორამა იშლება, მშვიდობის ხიდი, მეტეხის ეკლესია, თერმული აბანოები, ახალი თეატრი და მთაწმინდის გასართობი პარკი ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის.” – გირჩევთ EBD.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031