გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უხანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

18-02-2020

ჩინეთის ქალაქ უხანში, „უჩანის“ საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს

ლიუ ჩჟიმინი სამედიცინო დაწესებულების პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გაჩნდა. თუმცა, შემდეგ შესაბამისი პოსტი წაშალეს. სამშაბათ დილას კი ჟურნალისტები მის მეუღლეს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე ის გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1868-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930