გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეებს "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ

19-02-2020

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს კომპანია "სითი პარკის" ჯარიმები ჩამოეწერებათ.

"ჯარიმებიდან უფლების მოთხოვნა თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება და პარალელურად მინდა დავავალო ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია",- განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, ჯამში, 850 000 ლარის ჯარიმა ჩამოეწერებათ. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

მერმა "სითი პარკის" დროს წლიური ჯარიმების ოდენობაზეც გაამახვილმა ყურადღება და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი მერიამ გადმოიბარა, ჯარიმების რაოდენობა 1,2 მლნ-დან 500 000-მდე ჩამოვიდა.

pia


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031