გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა

21-02-2020

სოფიო ქაცარავა მის დიდ ბრიტანეთში  ელჩად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


ქაცარავა წერს, რომ მისთვის დიდი გამოწვევა და პრივილეგიაა დიდი ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად წარდგენა.

 

„დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები. გარდა ამისა ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა“- წერს "ფეისბუქზე" ქაცარავა.


ცნობისთვის, სიფიო ქაცარავა იმ 12 დეპუტატს შორის იყო, რომლებმაც უმრავლესობის რიგები კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა, მოგვიანებით ქაცარავამ სადეპუტატო მანდატზეც უარი თქვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930