გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

26-02-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის, ბენდელიანის, ჭყონდიდელის, გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან18 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IIIმიკრორაიონის, ლამბერტის, კასტელის, შმერლინგის, მონპერეს და მაქს ტილკეს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის, ბერიგაბრიელ სალოსის გამზირის, სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ჯიქიას, ნავთლუღის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ჩოჩუას, კოპცევის, ზანდუკელის, კვაჭანტირაძის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებ, ხოლო 14 საათიდან17 საათამდე გორგასლის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930