გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს

13-03-2018

ზუგდიდში ცეცხსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. საქმე, სავარაუდოდ, ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
ექიმის განცხადებით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ერთ პაციენტს აღენიშნა გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობა. პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე.
მეორე პაციენტს მარცხენა ბარძაყის არეში სისხლმდენი ჭრილობა აღენიშნა, მასაც გაეწია პირველადი დახმარება, მესამე პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილუია. მას წელის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს“- განაცხადა ექიმმა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930