გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ჭახათში ხანძარს 76 წლის კაცი ემსხვერპლა

5-03-2020

ქობულეთში, სოფელ ჭახათში 76 წლის კაცი დაიწვა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ეზოში მუშაობდა და მოგროვილ ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ალი მას მოედო და ხანძარს თავი ვერ დააღწია.

როგორც “რეგიონულ კვირას” სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს, მედიკოსებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

kvira

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930