გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პუტინმა და ერდოღანმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

6-03-2020

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

პუტინის განცხადებით, მათ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

მისი თქმით, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა უნდა დასრულდეს. 

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთი და რუსეთი გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს არ ეთანხმებიან, თუმცა კრიტიკულ მომენტებში გადაკვეთის წერტილების მონახვას მაინც ახერხებენ. 

ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში ექვსი საათი გრძელდებოდა. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31