გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერის პირველმა მოადგილემ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

6-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს  “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“, შპს „ონის სერვის ცენტრი“, ფირმა „იმედი“ და ამხანაგობა „კახაბერი 7“  წარმომადგენლებთან.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.


შეხვედრაზე განიხილეს ქ.ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების, კახაბერის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მოწყობის საკითხები, ისაუბრეს სოფელ სორსა და ქვემო ბარში წყალსადენის რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31