გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში ლუბუშის დელეგაცია იმყოფება

6-03-2020

ბათუმში პოლონეთის რესპუბლიკის, ლუბუშის სავოევოდოს დელეგაცია იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ლუბუშის სავოევოდოს ვიცე მარშალი ვუკაშ პორიცკი, სავოევოდოს სეიმიკის თავმჯდომარე ვიოლეტა ჰარეჟლაკი, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული ტერიტორიული თანამშრომლობის ოფისის დირექტორი რადოსვავ ბროჯიკი, საგარეო საქმეთა და ევროპული ტერიტორიული თანამშრომლობის ოფისის თანამშრომელი ადამ კაპელა.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა სტუმრებს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში უმასპინძლა და პეტრას ციხე დათვალიერებინა.


სავოევოდოს ხელმძღვანელები აჭარაში პირველად იმყოფებიან და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში აჭარის საინვესტიციო, ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნობიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031