გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
250 შშმ პირს ინვალიდის ეტლი გადაეცემა

14-03-2018

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს რელიგიის საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 250 შშმ პირს ინვალიდის ეტლი გადაეცემა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში თურქეთის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი, დააფინანსა ბელგიის რელიგიის ფონდმა. თურქეთიდან ჩამოტანილი ეტლებიდან 200 ცალი განკუთვნილია ზრდასრულებისთვის, 40 - ბავშვებისთვის, ხოლო 10 (ელექტრონული) კი - შესაბამისი საჭიროების პირებისთვის. 

ინვალიდის ეტლების გადაცემის ცერემონია დღეს, 13.00 საათზე საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

IPN.Ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31