გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი დეპუტატი დაიღუპა

6-03-2020

ირანელი პოლიტიკოსი, ახლად არჩეული პარლამენტის წევრი ფატიმა რაჰბარი კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


ფატიმა რაჰბარი პირველი ქალი პოლიტიკოსია, რომელიც ირანში კორონავირუსით დაიღუპა.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველიც ემსხვერპლა.


ბოლო ინფორმაციით, ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 4 747 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 124-ს მიაღწია.


www.interpressnews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31