გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
102 წლის მამაქაცმა 94 წლის ქალს ნამუსი ახადა, რის გამოც კაცს 7 წლით პატიმრობა ემუქრება

10-03-2020

სიდნეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მოხუცებულთა სახლის ბინადარს, 102 წლის მამაკაცს 94 წლის ქალის გაუპატიურება ედება ბრალად, იუწყება „Sputnik ყაზახეთი” The Sidney Morning Herald-ზე დაყრდნობით.

ინციდენტის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 23 ოქტომბერს მოხდა. სწორედ ამ დღეს გამოიძახეს პოლიცია მოხუცებულთა სახლში. ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელიც საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შეწუხებული არიან მომხდარი ფაქტის გამო და ბოდიშს უხდიან დაზარალებული ქალის ოჯახს.

„ჩვენი ბინადრების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და როგორც კი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, მყისვე შევატყობინეთ როგორც პოლიციას, ისე ჯანდაცვის სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ეჭვმიტანილს დამამძიმებელ გარემოებაში უხამს თავდასხმაში ედება ბრალი. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი, სასამართლო სხდომამდე, გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. მას 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი 20 ნოემბერსაა ჩანიშნული.

itar.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930