გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში საწვავი გაიაფდა

10-03-2020

მსოფლიოში ნავთობის ფასი ორჯერ შემცირდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი საშუალოდ 12-15 თეთრით გაიაფდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, საწვავის ფასის კლება მომგებიანი იქნება მომხმარებლისთვის, თუმცა ნავთობკომპანიები სერიოზულად დაზარალდებიან.


"კორონავირუსმა ნავთობზე ფასების კლება გამოიწვია. ვირუსმა გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და ეკონომიკის შენელება", - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031