გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის გრან პრი ძიუდოში აღარ ჩატარდება

10-03-2020

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ტემპების და სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაციის კრიტიკული გაუარესების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მიიღო გადაწყვეტილება მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირის გაუქმების შესახებ.


IJF-ის ოფიციალური გადაწყვეტილების თანახმად, ასევე აღარ გაიმართება 27-29 მარტს დაგეგმილი, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი - თბილისის გრან პრი ძიუდოში, სადაც მონაწილეობა მსოფლიოს 90 ქვეყნის, 700-მდე სპორტსმენს უნდა მიეღო.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ითვალისწინებს როგორც სპორტსმენთა, ასევე ტურნირების ორგანიზატორთა უსაფრთხოებას და კორონავირუსის პრევენციისთვის მაქსიმალურ ზომებს მიმართავს.

მაისის თვიდან გასამართი ტურნირების და ასევე სპორტსმენთა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ციკლში ჩართულობის სამართლიანი პრინციპების დაცვის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930