გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პანკისში დაჭრილი 23 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

15-03-2018

პანკისში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი 23 წლის ახალგაზრდა ქალი წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები "პირველთან" საუბარში აცხადებენ, ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


მათივე ინფორმაციით, ქალმა რამდეჯერმე ადრეც სცადა თვითმკლვლელობა.


გარდაცვლილს ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პია"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930