გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება

16-03-2020

მთავრობამ ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


„საგანგებო შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ სეზონს ზამთრის კურორტებზე. დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და აბოსლუტურად გამართლებული ნაბიჯია ვირუსის გავრცელების პრევენციასთან მიმართებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31