გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის ვაქცინა ადამიანზე გამოსცადეს

17-03-2020

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადეს.

"ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, COVID-19-ის ვაქცინით პირველი 43 წლის ჯენიფერ ჰალერი აცრეს.

ტესტირების საწყის ეტაპში მონაწილეობას 45 ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. სპეციალისტების თქმით, გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრეპარატის წარმოებაში ჩაშვებისთვის 12-დან 18 თვემდე ვადა იქნება საჭირო.

"ექსპერიმენტის მონაწილეების კორონავირუსით ინფიცირება გამორიცხულია, ვინაიდან სატესტო ნიმუშები ვირუსს არ შეიცავს. გამოცდის მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს, რის შემდეგაც მისი ფართომასშტაბიანი ტესტირება იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ მკვლევარები.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930