გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19-03-2020

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. „ ვფლობთ სრულად ინფორმაციას თუ რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31